2021-01-31 19:01:27, 546 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა, მათ შორის 80 ჟურნალისტია - ვიდეო
რუსეთში საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების რაოდენობამ 4000 -ს მიაღწია. ამასთან, დაკავებულია 80 ჟურნალისტი. - ამის შესახებ, ტელეკომპანია "დოჟდი" იუწყება.
"მედიაზონის" ინფორმაციით, დაშავებულია ათეულობით აქციის მონაწილე, მათ შორის, მოსკოვში თავი დაიწვა აქტივისტმა, რომლის გადარჩენასაც ექიმები ცდილობენ.
გამოცემა "ემხა" იუწყება, რომ დაკავებულების სხვადასხვა განყოფილებაში განთავსდება ვერ ხერხდება, ამიტომ ძალოვნების გადაწყვეტილებით, პროტესტის დაკავებული მონაწილეები მოსკოვთან ახლოს, სხვადასხვა ქალაქის იზოლატორებში განთავსდებიან.
ცოტახნის წინ, აქციის მონაწილეებს, ალექსეი ნავალნის შტაბმა დაშლისკენ მოუწოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან