2015-10-03 19:20:55, 610 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესს არანორმალურად აფასებს
ვიცე-პრემიერის კახი კალაძის შეფასებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების გარშემო განვითარებული მოვლენები არანორმალური პროცესია.
თუმცა, როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს გასაგებია, რადგან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების მიმართა ყოველთვის დიდი ინტერესია.
"გასაგებია, რომ როდესაც საქმე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევას ეხება, ყოველთვის დიდი ინტერესი იყო. ფეხბურთი ძალიან უყვართ და მე ვფიქრობ, გასაგებია ეს ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა ეს არანორმალური პროცესია",- განაცხადა კახა კალაძემ,
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან