2021-01-29 09:48:28, 708 ნახვა
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
აღნიშნულის შესახებ გაერო-ს ხელმძღვანელი „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში აცხადებს.
„ჩემი მოწოდება იქნება, რომ ყველამ გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. რაც შეიძლება მალე ჩაიტარონ ვაქცინაცია. მოხარული და მადლიერი ვარ, რომ დღეს კოვიდ 19-ის ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინა ყველასთვის და ყველგან ხელმისაწვდომია. ამ პანდემიისგან არცერთი ჩვენგანი არ ვიქნებით დაცული, მანამ, სანამ ყველა ჩვენგანი არ იქნება დაცული“, - აცხადებს ანტონიო გუტერეში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,