2015-10-03 09:43:04, 701 ნახვა
საზოგადოება
დღეს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართება.
საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ -ში დაიწყება.
ცნობისთვის არჩევნებში ხმას 35 დელეგეტი ფარული კენჭისყრით მისცემს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის კენჭს რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იყრიან.
აქამდე აღნიშნული თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან