|
2015-10-02 17:16:45, 664 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი“ 110 წლის გახდა
„საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირს“ 110 წელი შეუსრულდა. ეს არის საუკუნოვანი ისტორია, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს ინახავს. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში „საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარემ ზურაბ ნასარაიამ აღნიშნა, რკინიგზის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზაციას რამოდენიმე ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. პროფესიული კავშირის თავმჯდომარის თქმით, უცხოელმა სტუმრებმა საქართველოში ჩამოსვლით ორგანიზაციის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს. „რკინიგზელთა პროფესიული კავშირი აღნიშნავს 110 წლის იუბილეს. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია საუკუნოვანი ისტორია. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს რამოდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი. მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი ჩამოსვლა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ამით გამოიხატება სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი ორგანიზაციის მიმართ. დღევანდელ დღეს ესწრება ტრანსპორტის მსოფლიო ფედერაციის მდივანი, ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სექტორის მდივნის მოადგილე და ესწრება საერთაშორისო კონფედერანციის გენერალური მდივანი. არის ასევე თურქეთიდან ჩამოსული ჩვენი კოლეგები. მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის დასტური იმისა, რომ საქართველოს რკინიგზას ჰყავს ძლიერი საუკუნოვანი ისტორიის მქონე პროფკავშირები, რომელიც ზრუნავს თავის წევრებზე. ჩვენი პროგრამა არის გათვალისწინებული ისე, რომ ჩამოსულ სტუმრებს შეეძლოთ შეხვედრების მოწყობა რკინიგზელებთან, ადგილზე ნახონ მათი პრობლემები და როგორია მათი შრომის პირობები. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის შრომის პირობების გაუმჯობესება. საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი ხერხემალია საქართველოს ბიუჯეტის შევსებაში“,-განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. 2000 წლიდან „საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი“, „ევროპისა და მსოფლიოს ტრანსპორტელთა პროფკავშირების საერთაშორისო ფედერაციების“ (ITF,ETF) წევრი ორგანიზაციაა. კავშირის მოწვევით, საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ესტუმრნენ სხვადასხვა რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებლობის პროფკავშირების 24 წარმომადგენელი. პრესკონფერენციაზე სიტყვით წარსდგნენ: საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების თავმჯდომარე- ზურაბ ნასარაია, თურქეთის ტრანსპორტის პროფკავშირების გაერთიანების მმართველი რიზა ალილერი, გენერალური მდივანი იშაკ კოსაბიკი, მსოფლიოს ტრანსპორტის პროფკავშირების საერთასორისო ფედერაციის მიწისზედა ტრანსპორტის სექციის მდივანი ოსტენ ასლაკსენი, მდივნის მოადგილე ჯანინა მ,ალინოვსკა, რკინიგზელტა სატრანსპორტო მშენებელთა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი გენადი კოსოლაპოვი. ცნობისთვის, 4 ოქტომბერს გაიმართება საზეიმო ღონისძიება, სადაც მოხდება პროფესიული კავშირის წევრების დაჯილდოება. 4 ნომინანტს მიენიჭება პროფკავშირის პრემიის ლაურეატის წოდება, 23 ნომინანტი კი დაჯილდოვდება პროფკავშირის სახელობის საპატიო სიგელით. სიტყვით წარსდგებიან, როგორც საქართველოს რკინიგზის დეპარტამნეტის წარმომადგენლები, ელმავალმშენებლები და ვაგონმშენებელი ქარხნების პროფკავშირების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სტუმრები. საზეიმო ღონისძიება 4 ოქტომებრს საკონცერტო დარბაზ „არტ- ჰოლში“ 14:00 საათზე ჩატარდება.
(R)
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)