|
2015-10-02 16:15:02, 985 ნახვა
საზოგადოება
პეკინის მოსახლეობა: მერია კორპუსის მშენებლობაზე თავისივე გაცემულ ნებართვას აუქმებს
ქალაქ თბილისის მერიამ სექტემბრის დასაწყისში პეკინის #23ა-ში მშენებლობის დაწყებაზე ნებართვა გასცა, თუმცა ახლა მოსახლეობას ჰპირდება, რომ გააუქმებს. „ნებართვა გაიცა 3 სექტემბერს. ხარვეზები რომლებიც არქიტექტურის სამსახურმა დაუდგინა კომპანიას გამოსწორდა, მხოლოდ მათი გამოსწორების შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა“- განაცხადეს ქალაქ თბილისის მერიაში. მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ ბაღის დემონტაჟის და მრავალწლიანი ნარგავების გაჩეხვის ხარჯზე მშენებლობის დაწყება მასშტაბური აქციებით გააპროტესტა, ქალაქ თბილისის ვიცე მერმა მშენებლობის ნებართვის გაცემიდან თითქმის ერთ თვეში, დადო პირობა, რომ კორპუსი აღარ აშენდებოდა. მოსახლეობა პირობის დაუკმაყოფილებლის შემთხვევაში ხვალიდან პეკინის, შემდეგ კი ქალაქი შემოსასვლელების გადაკეტვით იმუქრება. „გუშინ მოვიდა სამშენებლო კომპანია „ელზუროს“ წარმომადგენლები, მოლაპარაკება იყო ახალ ვიცე მერთან ლაშა აბაშიძესთან და დაგვპირდა, რომ პარასკევს უკვე დოკუმენტაციას გადმოგვცემდა, რომ ამ ტერიტორიაზე აღარაფერი არ აშენდებოდა. ტერიტორიას, ამ დრომდე პოლიცია იცავდა, გუშინ მათ დატოვეს ტერიტორია, რის შემდეგაც მოვიდა „ეზლუროს“ წარმომადგენელი მარინა ტლაშაძე და დაგვემუქრა, რომ მოიყვანდა „ზონდერებს“. ამიტომ მოსახლეობა შეიკრიბა, მთელი ღამე ვიყავით. ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდა საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, დავით ონოფრიშვილი , ალეკო ელისაშვილი და დაგვპირდნენ, რომ შუამავლის როლში იქნებოდნენ. დღეს გვექნება დოკუმენტი რომ მოსახლეობამ შევწყვიტოთ ეს აქციები, რის შემდეგაც მოხდება ამ კომპანიის გაძევება. დოკუმენტაციის შედეგად მოგვეცემა გარანტია, რომ არ დაინგრევა საბავშვო ბაღი. ამის გარანტიას იძლევა ვიცე მერი ლაშა აბაშიძე. სიტყვიერად გვითხრეს უკვე, დღეს ეს იქნება იურიდიულად დამტკიცებული. თუ ხელისუფლებამ თავისი დანაპირები არ შეასრულა, შაბათს დილით 9 საათზე გადაიკეტება პეკინის გამზირი. აქცია იქნება მასშტაბური. შევიკრიბებით, პეკინის, ათენის, აბაშიძის , იოსებიძის, შარტავს ქუჩის მაცხოვრებლები“, - აღნიშნა „ სამოქალაქო მოძრაობა პეკინის ოაზისის“ დირექტორმა მარეხი გელაშვილი. პეკინის მაცხოვრებლების განმარტებით, მშენებლობის პროექტი გაცემულია უნებართვოდ. შვიდი თვით ადრე უნდა ყოფილიყვნენ გაფრთხილებული ურბანისტები, ყველა ის ორგანო, რომლის საქმიანობაშიც ამ საკითხის შესწავლა და მუშაობა შედის. „ დღეს ველოდებით საბუთს, ვიცე მერისგან, რომ არ მოხდება ამ ხეების გაჩეხვა, ბაღის დანგრევა და კორპუსის აშენება, თუ არადა ძალიან დიდ აქციას მოვაწყობთ, გადავკეტავთ თბილისის შემოსასვლელებსაც. შაბათს დავიწყებთ, თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა ორშაბათიდან უკვე გადავკეტავთ ქალაქი შემოსასვლელებსაც. ეს არის ავარიული კვარტალი მთლიანად. მესამე კატეგორიის იყო ჯერ კიდევ 2003 წელს, ალბათ ახლა უკვე მეხუთე და მეექსვე კატეგორიისაა. შეუძლებელია აშენდეს ამხელა კორპუსი, ეს გამოიწვევს ნგრევას, ჩვენს მეტროში ჩავარდნას. ჩვენ ვმორიგეობთ ამ ბაღის ტერიტორიაზე და არ შემოვუშვებთ არავის“, - აცხადებს პეკინის # 23 ა-ში მცხოვრებო ნინო ჭოტაშვილი. „ექპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია მოხდა თუ არა მოსახლეობასთან შეთანხმება იმაზე, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას შეწყვეტდნენ, როცა მშენებლობაზე ნებართვა მერიის მიერ უკვე გაცემულია. მათგან პასუხად მივიღეთ, რომ მსგავსი ფაქტის, ანუ თბილისის ვიცე მერსა და მოსახლეობას შორის არსებული შეთანხმების შესახებ მათთვის არ არის ცნობილი.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)