12:24 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-17 18:57:07, 757 ნახვა

მსოფლიო
ბიჭუნა, არაყი მოგვიტანე ჩვენ სახლში მივფრინავთ - ალექსეი ნავალნი მოსკოვში გაფრინდა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მის მეუღლესთან ერთად ბერლინიდან მოსკოვის მიმართულებით გამოფრინდა. 
ბერლინიდან გამოფრენის წინ პოლიტიკოსმა თავის Instagram-ზე მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა.
"ბიჭუნა, არაყი მოგვიტანე ჩვენ სახლში მივფრინავთ" – ამბობს პოლიტიკოსის ცოლი იულია ნავალნი ვიდეოში.
მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოსთან“, სადაც დღეს საღამოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უნდა ჩაფრინდეს, პოლიციის ფურგონები დგას, აეროპორტის პარკინგს კი მეტალის ღობე შემოავლეს.
15 იანვარს აეროპორტ "ვნუკოვოს" პრესსამსახურმა აუკრძალა ჟურნალისტებს აეროპორტში გადაღება, საზოგადოებას კი აეროპორტში შეკრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. კომპანიამ ნავალნის შეხვედრა მასობრივ ღონისძიებად მიიჩნია, რომელიც პანდემიის გამო არ უნდა ჩატარდეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics