22:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 10:28:51, 592 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი 110 წლისაა

***საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირს 110 წელი უსრულდება. ეს არის საუკუნოვანი ისტორია, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს ინახავს. Aიუბილისადმი მიძღვნილი  2015 წლის 2 ოქტომბერს სასტუმრო “კონტინენტ კრონ პალასში” პრესკომფერენცია გაიმართება, ხოლო 4 ოქტომბერს  საკონცერტო დარბაზ `არტ-ჰოლში~ ჩატარდება საზეიმო ღონისძიება.

*** 2000 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა  პროფესიული კავშირი `ევროპისა და მსოფლიოს ტრანსპორტელთა პროფკავშირების (ბრიუსელი, ლონდონი) საერთაშორისო ფედერაციების~ (IთF, Eთ) წევრი ორგანიზაციაა. Aამიტომ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, კავშირის მოწვევით, საქართველოს ესტუმრებიან,  სხვადასხვა ქვეყნის  რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.

***2 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე სიტყვით წარსდგებიან: საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ზურაბ ნასარაია; თურქეთის ტრანსპორტის პროფესიული კავშირის გაერთიანების მმართველი რიზა ალილერი; გენერალური მდივანი – იშაკ კოსაბიკი; მსოფლიოს ტრანსპორტის პროფესიული კავშირის საერთაშორისო ფედერაციის მიწისზედა ტრანსპორტის სექციის მდივანი ოსტენ ასლაკსენი; სექციის მდივნის მოადგილე ჯანინა მალინოვსკა; რკინიგზელთა და  სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი გენადი კოსოლაპოვი.

*** 4 ოქტომბერს კი გაიმართება საზეიმო ღონისძიება, სადაც მოხდება  პროფესიული კავშირის წევრების დაჯილდოება. 4 ნომინანტს  მიენიჭება – კავშირის პრემიის ლაურეატის წოდება; 23 ნომინანტი კი დაჯილდოვდება  კავშირის სახელობის საპატიო სიგელით. სიტყვით წარსდგებიან, როგორც საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სტუმრები.

***პრესკონფერენცია  გაიმართება 2015 წლის 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო “კონტინენტ კრონ პალასი” – ში.

მისამართი: ორთაჭალა, 1 - ელი ხეივნის ქუჩა, 12/13; (შსს – ის მოპირდაპირედ)

ხოლო საზეიმო ღონისძიება ჩატარდება 4 ოქტომბერს – საკონცერტო დარბაზში  “არტ ჰოლი”. – 14:00 საათზე.

 

***

საკონტაქტო ინფორმაცია  - 577 99 77 22  ლელა ციხისელი

 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics