2015-10-01 21:13:08, 670 ნახვა
საზოგადოება
პრემიერის გამოსვლას გაეროში ქართველი სტუდენტები ესწრებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ქართველი სტუდენტები ესწრებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები, გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მოსასმენად ნიუ იორკში საგანგებოდ ჩავიდნენ.
გაეროს სესიაზე მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლას ქართველისტუდენტები პირველად ესწრებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან