15:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-12 11:07:45, 1258 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 817 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 817 მძიმე პაციენტია, მათგან 254 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 514 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 22 823 ადამიანი იმყოფება.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  17 795    კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 583, საიდანაც: 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 811, აჭარაში-357, იმერეთში-760. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 817 პირი, მათ შორის, თბილისში-377, აჭარაში-69, იმერეთში-183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი, მათგან თბილისში-165, აჭარაში-11, იმერეთში-26. 569 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208-თბილისში, 295-აჭარაში, 27-იმერეთში. 7 135 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 514 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-249, აჭარაში-57, ხოლო იმერეთში-7.

სულ  6 ოქტომბრიდან - 11 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 599  პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 823 ადამიანი, მათ შორის თბილისში-13 411 პირი, აჭარაში-2 059, იმერეთში-2 231“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics