22:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 17:22:53, 547 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა ბათუმის N3 დაწესებულება ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დღეს ბათუმის N3 მაღალი რისკის დაწესებულებას მედიის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულოებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი დაწესებულებაში არსებულ პირობებს ჟურნალისტებთან ერთად დეტალურად გაეცნო.

 მათ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი საკნები, კვების ობიექტები, აფთიაქი, გრძელვადიანი პაემნების ოთახი და ტერიტორიაზე არსებული სხვა ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

კახა კახიშვილი დაინტერესდა როგორ და რა პირობებში უტარდებათ მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს სამედიცინო დახმარება.

ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ მსჯავრდებულებს და დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, გაეგოთ რა პირობებში იხდიან ისინი სასჯელს.

„ბათუმის N3 დაწესებულების მიმართ დიდი დაინტერესება იყო და  დღეს იქ ჟურნალისტებთან ერთად შევედი. ამ დაწესებულების მსჯავრდებულების საჩივრების დიდი ნაწილი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას და მედიკამენტების უკმარისობას უკავშირდებოდა. პირადად გავეცანი რა პირობებში იღებენ ისინი სამედიცინო მომსახურებას. უნდა აღვნიშნო, რომ არსებული ვითარებით კმაყოფილი დავრჩი. დაწესებულების სტანდარტები კანონმდებლობას სრულად შეესაბამება. რა თქმა უნდა, ციხეში მყოფი მსჯავრდებულების ნაწილს დისკომფორტი აქვს, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია მაღალი რისკის დაწესებულებაზე. მსჯავრდებულების საჩივრების პრეისტორიები ვიცით, მაგრამ ყურადღებას მაინც არ ვადუნებთ, რომ რაიმე არ გამოგვრჩეს“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში არსებული დაწესებულებების რევიზია გაგრძელდება, რის შემდეგაც მინისტრი თბილისის დაწესებულებებსაც მოინახულებს. 

განახლებული და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული N3 დაწესებულება 2013 წლის 30 აპრილს გაიხსნა. დაწესებულების თითოეული საკანი აღჭურვილია ინდივიდუალური კონდინცირების სისტემით. დაწესებულებაში განთავსებულია ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა, სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, აფთიაქი, მაღაზია და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. დღეის მდგომარეობით, დაწესებულებაში 141 მსჯავრდებული/ბრალდებულია განთავსებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics