2021-01-09 17:31:55, 1157 ნახვა
ომი უკრაინაში
აზერბაიჯანში კორონავირუსის 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამეში კორონავირუსის 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 22 პაციენტი.
ამასთანავე, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 682-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კოვიდ19-ის 224 050 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ვირუსმა 2 890 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 207 088-ს შეადგენს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან