2021-01-09 11:35:15, 1559 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 14 პაციენტი
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ 161 794 დაინფიცირდა. მათგან 148 893 უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 2 922-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,