2021-01-07 13:41:51, 1555 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„გუშინ 54 პაციენტი გამოჯანმრთელებული გაეწერა. სამწუხაროდ, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, რომლის მდგომაროება ფასდებოდა როგორც მძიმე. იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. განვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ასაკი 45 წელი“, - განაცხადა გია კიკაბიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან