2021-01-05 12:22:41, 555 ნახვა
საზოგადოება
შობის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ შობის ღამეს გადაადგილების შეღზუდვა მოიხსნება.
მისი თქმით, შობის დღესასწაული ეკლესიებში ხალხმრავლობასა და სტუმრიანობას უკავშირდება, ამიტომ საჭიროა რეგულაციების დაცვა.
„6 დეკემბრის ღამეს იქნება ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. შობის დღესასწაულს ასევე უკავშირდება ეკლესიებში ხალხმრავლობა, სტუმრიანობა, ეს ყველაფერი რისკის მატარებელი. მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან