2021-01-03 13:32:56, 1349 ნახვა
ომი უკრაინაში
ლეგენდარული ლარი კინგი კორონავირუსის გართულების გამო საავადმყოფოშია
ლეგენდარული ამერიკელი წამყვანი ლარი კინგი კორონავირუსის გართულების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ლარი კინგი ლოს-ანჟელესის საავადმყოფოში მოათავსეს. მასთან ამ ეტაპზე ოჯახის წევრებსაც არ უშვებენ.
ექიმების თქმით ლეგენდარული ტელეწამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემა.
ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში ლარი კინგს თოქშოუ ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში მიჰყავდა.
87 წლის ლარი კინგს 2019 წელს გაკეთებული აქვს ანგიოპლასტიკის პროცედურები, შარშან გადაიტანა ინსულტი, ხოლო 2017 წელს ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ებრძვის ფილტვის კიბოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,