00:29 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 16:05:05, 738 ნახვა

საზოგადოება
ჟვანიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა

მთაწმინდაზე, ჟვანიას ქ. N12-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა.

სამუშაოების შედეგად, სამსართულიანი შენობის კონსტრუქციული ელემენტები - საძირკველი და მზიდი კედელები გამაგრდა. ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს,  შეიცვალა ამორტიზებული ქანობიანი სახურავი და წყალსაწრეტი მილები.

დასრულებული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა.

„მთაწმინდის რაიონი ერთ-ერთი ძველი უბანია. შესაბამისად, მსგავსი პრობლემის წინაშე ბევრი სახლი დგას. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ და პირველ რიგში, მოსახლეობის შევუქმნათ უსაფრთხო გარემო. მიმდინარე წელს, 13 საცხოვრებელი სახლი გავამაგრეთ. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 543 998 ლარი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics