|
2020-12-29 14:48:40, 606 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ თეა წულუკიანი და მისი მოადგილეები პენიტენციურ სისტემაში გამოვლენილ დანაკლისებზე პასუხისმგებლები ვერ იქნებიან
2020 წლის 29 დეკემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, რომელიც იუსტიციის სისტემის შემოწმების შედეგად გამოქვეყნდა. სიუჟეტში ითქვა, რომ 2017 წელს განხორციელებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯო მასალების ინვენტარიზაციის შედეგად 2018 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმით, კომისიამ გამოავლინა 893,577 ლარის დანაკლისი. ამავე ოქმში მოცემული განმარტებით დანაკლისი განპირობებული იყო წინა პერიოდებში მედიკამენტების აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმების არ არსებობით. ასევე აღინიშნა, რომ 2018 წელს საწყობში ჩატარებული ინვენტარიზაციით, დგინდება 915,049 ლარის დანაკლისი. სიუჟეტის ბოლოს კი სიუჟეტის ავტორმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერზე საინტერესოა თეა წულუკიანის და მისი მოადგილის პასუხი, რაკი ეს დანაკლისები სწორედ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდს ემთხვევა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და ვერც თეა წულუკიანი და ვერც მისი მოადგილე ვერ იქნებიან პასუხისმგებლები იმ დანაკლისებზე, რაც აუდიტის დასკვნაში არის მოცემული, ვინაიდან დანაკლისები გამოვლენილია იმ პერიოდში, სანამ 2018 წლის ივლისში პენიტენციური სისტემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდოდა. უფრო მეტიც, სწორედ თეა წულუკიანის და მისი მოადგილის (სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის) ინიციატივით, 2019 წელს დაიწყო ინვენტარიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები პენიტენციურ სისტემაში და ვინაიდან ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესი, ინვენტარიზაცია დაიწყო 2020 წელს. მათ შორის 2020 წლის ივლისში დაიწყო სამედიცინო დეპარტამენტის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა სწორედ ზემოთხსენებული პერიოდის (პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადასვლამდე პერიოდის) დანაკლისები. ინვენტარიზაცია დასრულდა 2020 წლის დეკემბერში და მოკვლეული მასალები გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს.
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)