2020-12-29 10:56:26, 1164 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ19-ს ჯამში 2 443 პირი ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 224 155 დადასტურებული შემთხვევაა, რაც შეეხება გამოჯანმრთლებულებს, მათი საერთო რაოდენობა 208 951 -მდეა გაზრდილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან