21:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 17:03:47, 509 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა დაჯილდოება გაიმართა

ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის მესამე ჩემპიონატი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩემპიონატი საქართველოს ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგის ორგანიზებითა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით მოეწყო.

სპორტულ შეჯიბრში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ბათუმის გუნდის წევრი სერჟანტი სოსო გოგიტიძე ჩაერთო. გამარჯვებულები დღეს გლდანში მდებარე სპორტულ კომპლექსში დააჯილდოვეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, პაატა პატიაშვილმა პირველ ადგილზე გასული თბილისის გუნდის 11 და 12 წლის მონაწილეებს, მათე ქარდავასა და ლაშა ბრეგაძეს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ფეხბურთის ჩემპიონატში მეორე ადგილი გორის, ხოლო, მესამე ადგილი ზუგდიდის გუნდს ერგო. ორგანიზატორებმა პარასპორტსმენებს შესაბამისი თასები, მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

„თავდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რადგან ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში ცხოვრების აქტიური წესის დამკვიდრებას. მომავალ წელს აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ტურნირის ორგანიზებაში. ამ ეტაპზე ბათუმის გუნდში სერჟანტი სოსო გოგიტიძე მონაწილეობს. თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს სამხედროებს, რომ მსგავს ღონისძიებებში ჩაერთონ“, - აღნიშნა პაატა პატიაშვილმა.

ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგამ ჩემპიონატი მესამედ ჩაატარა.

ჩემპიონატში წელს ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, ზესტაფონის, გორისა და თბილისის გუნდები მონაწილეობდნენ. იგეგმება საქართველოს თასის და სუპერთასის გათამაშებაც. სპორტული აქტივობის მიზანი დაშავებული მოქალაქეების საზოგადოებაში ადაპტაცია და ინტეგრაციაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics