09:56 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 12:44:13, 564 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციამ სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის 2 ობიექტი დააჯარიმა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 26-27 დეკემბრის მონიტორინგის ფარგლებში, სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის 2 ობიექტი დაჯარიმდა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 69 ობიექტის გადამოწმებისას დადგინდა, რომ საქმიანობას პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით ანხორციელებდნენ.

„მოგახსენებთ 2020 წლის 26-27 დეკემბრის ერთობლივი მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. სულ განხორციელდა 2779 აქტივობა. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია თბილისში, ქუთაისში, იმერეთში და ზოგადად, აჭარის რეგიონში. შემოწმდა 54 სავაჭრო მოლის ტერიტორია და მასში არსებული 1791 ობიექტი. მონიტორინგით დადასტურდა, რომ 20 ობიექტი, რომელიც პროტოკოლით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად სრულად შემოწმდა, აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. 843 ობიექტზე პრევენციული მიზნობრიობიდან გაიცა სიტყვიერი გაფრთხილება, 69 ობიექტის გადამოწმებისას დადგინდა, რომ საქმიანობას პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით ანხორციელებდნენ.

სამწუხაროდ, დაჯარიმდა 2 ობიექტი სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის. ზოგადი სტატისტიკა 2020 წლის 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ასეთია, რომ ჯამში განხორციელებულია 37 095 აქტივობა, საიდანაც ზედამხედველობის შედეგად ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელდა 24 337 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics