|
2015-09-30 15:01:04, 623 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიომ ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ გამოაცხადა
თავისუფლების მოედანზე ხვალ, 13:00 – 15:00 საათზე, ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართება. აქცია კოალიცია “ ევროპა დონა საქართველოს“ ინციატივით გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები და ის ქალბატონები, რომელთაც თავი დააღწიეს ამ საშინელ სენს ან ამ ეტაპზეც გადიან მკურნალობას. ეს იქნება ერთგვარი სტარტი - საზოგადოების ინფორმირება „ვარდისფერი ოქტომბერთან“ დაკავშირებით. სტუდენტები წრეს შემოარტყავენ წმიდა გიორგის ქანდაკებას. დასასრულს, ჰაერში გაუშვებენ ვარდისფერ საჰაერო ბუშტებს. მოგეხსენებათ, მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ არის გამოცხადებული. უკვე რამდენიმე წელია „ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის მხარდამჭერი აქტივობები იმართება. სხვადასხვა დიდ ქალაქებში მუნიციპალიტეტების შენობები ვარდისფრად ნათდება, ბიზნეს კომპანიები აქტიურად ერთვებიან პაციენტთა მხარდამჭერ მოძრაობაში, სპეციალური ფასდაკლებები ეძღვნება ოქტომბრის აქტივობას: ბენზინგასამართი სადგურები, სასმელების მწარმოებელი კომპანიები და უამრავი ბიზნესი ამ დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს ფონდის მუშაობაში, პარფუმერულ მაღაზიებში კეთდება ფასდაკლების „ვარდისფერი კუთხე“ და სხვა. „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფაგრლებში საქართველოში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა საქველმოქმედო რონისძიებები და კონფერენციები, მათ შორის მომღერალი ქეთი ფარესაშვილის ახალი ალბომის პრეზენტაცია, სპორტული აქტივობა კუსტბაზე - ველო მარათონი ქალბატონების მხარდასაჭერად, წარმატებულ ქალთა სემინარი/კონფერენცია, საქველმოქმედო ფოტოგამოფენა - ფოტორეპორტიორები ქალბატონების დასახმარებლად, მოდების ჩვენება - სილამაზე სიცოცხლისთვის, ახალგაზრდა ვარსკვლავების საქელმოქმედო კონცერტი და სხვა. „ევროპადონაჯორჯია“ 2006 წელსშეუერთდა ქალაქ მილანში 20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. "ევროპა დონა" ევროპელ ქალბატონს ნიშნავს და ვცდილობთ ევროპული ფასეულობები დავამკვიდროთ საქართველოში, ჩვენი ორგანიზაციის მიზანია მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა,მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. ძუძუს კიბო განაჩენი არ უნდა იყოს! – ერთად დავდგეთ სიცოცხლის სადარაჯოზე!!!
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)