2020-12-26 12:38:02, 538 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ
თბილისში, ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, ისინი დედაქალაქის მერიას ახალ წლამდე 4 დღით ადრე მუშაობის უფლებას და დახლების გახსნას სთხოვენ.
„რა ვქნათ, სად წავიდეთ, ვალით ვიყიდე 300 ლარის საქონელი და ის ვალი რით გავისტუმრო ან ახალი წელი რით გავითენო? მოლებმა გაინაღდონ თავისი, გაყიდონ საქონელი, აიღონ მილიონები და ჩვენ დავრჩით 20-20 თეთრის ამარა“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,