|
2020-12-26 11:40:12, 568 ნახვა
საზოგადოება
„თანასწორობის მოძრაობა“ - ტრანსგენდერ ქალს ბინის მიქირავებაზე უარი უთხრეს
საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების აგენტი ტრანსგენდერ ქალს დისკრიმინაციული მოტივით ბინის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდა, ასევე მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. ამის შესახებ ინფორმაციას „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს. მათივე განცხადებით, ტრანსგენდერი ქალის ინეტერესებს „თანასწორობის მოძრაობა“ იცავდა. ორგანიზაციის იურისტმა ტრანსგენდერი ქალის სახელით საქართველოს სახალხო დამცველს სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ საქმის მოკვლევის თაობაზე განაცხადით მიმართა. „ტრანსგენდერი ქალი მ. კ. უძრავი ქონების აგენტ ლ. ს.-ს 2020 წლის 10 სექტემბერს დაუკავშირდა ერთ-ერთი საიტის მეშვეობით, სადაც გამქირავებლად იყო მითითებული. მასთან პირველადი დაკავშირება მოხდა ტელეფონის საშუალებით, ხოლო გაგრძელდა Viber აპლიკაციის მეშვეობით. უძრავი ქონების აგენტმა მას უთხრა, რომ გასაქირავებელი ბინები არ ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი საიტის მეშვეობით გასაქირავებელი უძრავი ქონება იძებნებოდა. აგენტი საუბრისას იყო აგრესიული და ტრანსგენდერ ქალს მიაყენა შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის ნიშნით. როგორც მიმოწერიდან ჩანს, ტრანსგენდერი ქალის უძრავი ქონების აგენტს ეკითხება მიზეზს, თუ რატომ ეუბნება უარს ბინის მიქირავებაზე, მაშინ როდესაც საიტზე ხელმისაწვდომი ბინები ჩანდა, რაც აგენტმა უპასუხოდ დატოვა. შემდგომ ტრანსგენდერი ქალი განმეორებით უკავშირდება ლ. ს.-ს და ეკითხება, ხომ არ აქვს ბინები შესაბამისი მომენტისთვის. ლ. ს.პასუხობს, რომ გასაქირავებელი უძრავი ქონება არ აქვს. მ. კ.-ის შემდგომი თხოვნა იყო, რომ როდესაც შესაბამისი ბინა გამოჩნდებოდა, მიეწერა მისთვის, რაზეც ლ. ს.-მ უპასუხა, რომ სხვას დაკავშირებოდა, რადგან „ჯერ არ ექნებოდა“. მიმოწერის ამ ეტაპზე მ. კ. კვლავ ეკითხება ლ. ს.-ს უარის მიზეზს, რაზეც უძრავი ქონების აგენტი პასუხობს: „რა რატო გეუბნები არ მაქვს და არც მცალია“. ლ. ს. მ. კ.-სთან საუბარში მიმართვის ფორმად ერთჯერადად იყენებს სიტყვას „ბიჭო“. ამან მ. კ.-ის პროტესტი გამოიწვია, და ლ. ს.-ს მიუთითა, რომ მისი სახელი იყო მ.. ამის შემდგომ ლ. ს.-მ უპასუხა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ იყო მ. კ. და კვლავ მამაკაცის სახელზე გაამახვილა ყურადღება. მ. კ.-მ ლ. ს.-ს მიუთითა, რომ მისი მხრიდან კომუნიკაციის ფორმა მისთვის, როგორც ტრანსგენდერი ქალისთვის, შეურაცხმყოფელია. ამის შემდგომ ლ. ს.-ს მ. კ.-ისთვის პასუხი Viber აპლიკაციის საშუალებით აღარ დაუბრუნებია. სახალხო დამცველის ოფისი განმარტავს, რომ საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ უძრავი ქონების აგენტი წინასწარ ჩამოყალიბებული დისკრიმინაციული მოსაზრებებით მოქმედებდა. მისი უარი რაციონალური მოქმედებებიდან არ გამომდინარეობდა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გენდერული იდენტობა არ შეიძლება გახდეს რომელიმე პირის უფლებისა და ინტერესების ხელყოფის საფუძველი. რეკომენდაციაში ყურადღება არის გამახვილებული ასევე ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ საბინაო სფეროში ხშირ დისკრიმინაციაზე. სახალხო დამცველმა 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა ლევან სონღულაშვილს, რომ მომავალში თავი შეიკავოს გენდერული იდენტობის, ასევე სხვა ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს, აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)