02:19 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 01:04:11, 573 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ყველა კათოლიკურ ტაძარში საშობაო მსახურება 21:00 საათამდე დასრულდა

საქართველოს  ყველა კათოლიკურ ტაძარში საშობაო მსახურება 21:00 საათამდე დასრულდა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო ლიტურიგია გაიმართა, თუმცა, პანდემიურ ფონთან დაკავშირებით, ტრადიციული ღამისთევის გარეშე. მათ შორის, თბილისშიც, ღვთისმშობლის ამაღლების ტაძარში, სადაც ღვთისმსახურებას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

ღვთისმსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კათოლიკე ეკლესიამ უარი თქვა მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე - საშვებით ისარგებლონ საშობაო ღამისთევაზე დასასწრებად. მთავრობის გადაწყვეტილებით, საშვებისთვის სასულიერო პირმა წირვაზე დასწრების მსურველთა სია და პირადი ნომრები სახელმწიფოს უნდა გადასცეს.

ამ გადაწყვეტილებას კათოლიკე ეკლესია არ და ვერ იზიარებს, რადგან მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია წინასწარ იცოდეს სასულიერო პირმა ვინ მივა მსახურებაზე. გარდა ამისა, პრობლმას იწვევს მრევლის ყველა წევრისთვის პირადი ნომრის გამორთმევა:

„საშვი გაიცემა იმათზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებს მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოში (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს). საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე? მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში? წარმოგიდეგნიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო...?

განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა?

ეს ირიბი იძულება ხომ არაა, რომ ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში ჩატარდეს მსახურებები?

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება“, - აცხადებს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.

 

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics