21:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 11:06:34, 482 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი დასრულდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბორჯომის რაიონში იმყოფებოდა, სადაც გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილესთან შამბი შორპისთან ერთად, პროექტის -  „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“  შედეგებს ადგილზე გაეცნო.

პროექტი, ფინეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2010 წლიდან ხორციელდება და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის მასივის აღდგენას ითვალისწინებს.  2008 წელს ხანძრის შედეგად ბორჯომის ხეობაში 950-მდე ჰა ფართობი დაზიანდა, აქედან სრულად განადგურდა 250 ჰექტარი.

სულ პროექტის ფარგლებში 80 ჰექტარზე დაირგო 120 ათასზე მეტი მუხის, ფიჭვისა და ნაძვის ნერგი. 60 ჰექტარზე სამუშაოები ჩატარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითრების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო 20 ჰექტარზე - ავსტრიის მთავრობის დახმარებით. გაიხსნა საცდელი სასკოლო სანერგე, რომელიც ნორჩი მეტყევეების განათლებას ემსახურება და ნერგებით ამარაგებს ტყის აღდგენით სამუშაოებს. 

დღესვე,  გიგლა აგულაშვილმა და   გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში  შამბი შორპიმ, ეკოკლუბელებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

 სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აგრძელებს ნახანძრალი ტყის კრიტიკული მონაკვეთების აღდგენით სამუშაოებს და მომდევნო 5 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს აღდგენილი ფართობების მოვლა-პატრონობას.

ღინისძიებას გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად,  საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენ დღეს ვასრულებთ პროექტს, რომელიც ეძღვნება ბორჯომის ტყის განახლებას. აქტიურად ვიმუშავეთ ფინეთისა და საქართველოს მთავრობებთან. 2008 წლის ტრაგედია, რომელმაც დააზიანა ეს უნიკალური ეკოსისტემა,  ჩვენ ვაქციეთ შესაძლებლობად - რათა ტყის აღდგენის გარდა, მხარი დაგვეჭირა სოფლის მეურნეობისა და ეკოტურიზმის განვითარებისთვის რეგიონში“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში,  შომბი შარპიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics