|
2020-12-23 17:04:06, 818 ნახვა
საზოგადოება
TDI - ხელისუფლების რელიგიური პოლიტიკა საგანგაშო და შემაშფოთებელია
უკიდურესად საგანგაშოდ და შემაშფოთებლად მიგვაჩნია საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი დამოკიდებულება რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების მიმართ, - ამის შესახებ განცხადებას ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ავრცელებს. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, თანასწორუფლებიანობის პრინციპები და გააუქმოს მანკიერი პრაქტიკის განმახორციელებელი უწყება - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. „ხელისუფლება სულ უფრო ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის. მიმდინარე წელს, პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რომელიც არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს, ავლენს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური მრწამსის მოქალაქეების მიმართ. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სახელმწიფო იცავს მხოლოდ რელიგიური უმრავლესობის რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას. როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი სახელმწიფომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის დღესასწაულის აღსანიშნავად დაუშვა. ამის არგუმენტად ვიცე-პრემიერმა 27 ნოემბერს ის გარემოება დაასახელა, რომ “ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი”. 22 დეკემბერს გამართულ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ გამონაკლისი მხოლოდ მართლმადიდებელი მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, რადგან, ,,მასიურად მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას და, შესაბამისად, ამიტომაც არ გვაქვს დასვენების დღეები. ამიტომ, ნუ შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს. ჩვენ ჩვენი თანამოქალაქეების ყველა უფლებას ვიცავთ. მათ თავისუფალი აღმსარებლობის უფლება აქვთ და კათოლიკურ შობაზე იქნება თუ გრიგორიანულ შობაზე, მათ ექნებათ საშუალება, მივიდნენ მათ ეკლესიაში შეზღუდვების გარეშე”. სახელმწიფომ არ გაითვალისწინა სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებისთვის რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის შესაძლებლობა, მათ შორის, 25 დეკემბერი, როდესაც ქრისტიანული სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს ქრისტეს შობას. ცქიტიშვილის თქმით, თუკი განსხვავებული კონფესიის წარმომადგენლებს უნდათ შობის დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა, მათ უნდა “მიაწოდონ თავისივე მრევლის სია ჩვენს სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის”. ეს მოწოდება პირდაპირ მიანიშნებს სახელმწიფოს მცდელობაზე, ჩაერიოს რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში, შეადგინოს და დაამუშაოს მისი წევრების პერსონალური მონაცემები. კანონმდებლობით კი პირის რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია. ამგვარი გადაწყვეტილება აიძულებს ადამიანებს, გაამჟღავნონ საკუთარი რელიგიური კუთვნილება. ამ გზით, სახელმწიფო ლეგიტიმური მიზნის გარეშე მოიპოვებს წვდომას რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებისა და წევრების შესახებ ინფორმაციაზე, მათ რაოდენობაზე, საცხოვრებელზე და სხვა მნიშვნელოვან პერსონალურ მონაცემებზე, რაც შესაძლოა ბოროტად იყოს გამოყენებული ადამიანებისა და ჯგუფების კონტროლისა და დაშინების მიზნით. გარდა იმისა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებს დღესასწაულის აღნიშვნას უზღუდავს და მათ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს, მთავრობის წარმომადგენლებს რელიგიური მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ტერმინების ბაზისური ცოდნაც არ გააჩნიათ. ვიცე-პრემიერის მიერ ნახსენები ტერმინები, “გრიგორიანული შობა” და “კათოლიკური შობა” მცდარია. მსოფლიოში 25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესიის გარდა, პროტესტანტული ეკლესიები და მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების დიდი უმრავლესობა ზეიმობს. ასევე არამართებულია სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, ტერმინ “გროგორიანელის” გამოყენება. ვიცე-პრემიერის განცხადებებს წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის 14 აპრილის განცხადება აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველო “მართლმადიდებლური სახელმწიფოა”. მთავრობის ხელმძღვანელმა ამ არგუმენტით დაასაბუთა მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიები არსებული შეზღუდვების ფონზე. სახელმწიფოს კონფესიური ხასიათის აღიარებით, მან უხეშად უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნა, აღიარა ერთი აღმსარებლობის უპირატესობა, მათ შორის რელიგიური ინსტანციის უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში. არადომინანტური რელიგიური ჯგუფები არაერთ სისტემურ პრობლემას აწყდებიან, რომელთა გადაჭრის ნება ხელისუფლებას არ აქვს. ხშირად ამ დაბრკოლებებს ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის. არადომინანტური რელიგიური გაერთიანებები ვერ ახერხებენ ახალი რელიგიური დანიშნულების ნაგებობების აშენებას, ვერ იბრუნებენ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეულ ისტორიულ ქონებას, დისკრიმინაციულია კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს გარკვეულ უფლებებს და პრივილეგიებს, დისკრიმინაციული და არასეკულარულია გარემო საჯარო სკოლებში. სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის სახე პრემიერის დაქვემდებარეში მოქმედი რელიგიის საკითხთა სხელმწიფო სააგენტოა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. სააგენტო, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის ნაცვლად, სისტემატურად ერევა არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში, ქმნის ხელოვნურ წინააღმდეგობებს და უფლებების დაცვის ნაცვლად, აქცენტს “უსაფრთხოების დაცვაზე” აკეთებს. ბოლო წლებში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივაც ვიხილეთ, რომლებიც ღიად მიანიშნებს ხელისუფლების მცდელობაზე, შეზღუდოს რწმენისა და რელიგიის თავისუფლება. თუკი აქამდე სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული მიდგომა მეტნაკლებად შეფარული იყო, ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები მოწმობს, რომ ის უკვე ღიად და მიზანმიმართულად ლახავს რელიგიის თავისუფლებას, კანონის უზენაესობის პრინციპს და სახელწმიფოსა და რელიგიის ურთიერთდამოუკიდებლობას. მიგვაჩნია, რომ ხელუსფლების რელიგიურმა პოლიტიკამ უკვე საგანგაშო ფორმა შეიძინა და ის შესაძლოა რელიგიური ჯგუფების მიმართ უფრო მეტად ხისტი და რეპრესიული ქმედებების წინაპირობა იყოს. რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ხარისხი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორია. არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ეს ფუნდამენტური უფლება არ არის დაცული. რელიგიური ჯგუფების მიმართ განსხვავებული მოპყრობა და მათ ავტონომიურობაში ჩარევა კი ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის არის დამახასიათებელი. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
მოვუწოდებთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს: საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან გამართულ შეხვედრებზე, ყურადღება გაამახვილონ საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობასა და თანასწორობის პოლიტიკაზე“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)