2020-12-10 22:36:51, 518 ნახვა
სამართალი
აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.
შეგახსსენებთ, რომ თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს.
მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,