|
2026-04-26 18:19:49, 7488 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
არ არსებობს პრაქტიკულად პარამეტრი, რომლითაც ჩვენ ერთი და ათი თავით არ ვუსწრებთ წინ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვა, ესენი არიან ქვეყნები, რომლებსაც გაუხსნეს მოლაპარაკებები, - ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სანქცირებულ და პროპაგანდისტულ სამთავრობო ტელევიზია "იმედს" განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, კანდიდატ სახელმწიფოებს შორის. „იგივე ეკონომიკა რომ ავიღოთ, ჩვენ ამ ხუთი წლის განმავლობაში 2021 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, 12 ნახევარი მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა სხვაობა ჩვენ ბიუჯეტებს შორის საქართველოსა და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის. ეს არის ფაქტები. ასევე არის უამრავი ფაქტი დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, კორუფციასთან დაკავშირებით. მოლდოვა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ისევე როგორც უკრაინა, თუმცა ხედავთ, რომ მათთან დაკავშირებით არავითარი კრიტიკაც კი არ ისმის ამ საკითხზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)