|
2020-12-04 18:21:29, 714 ნახვა
პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძე და ვახტანგ გომელაური 112-ს ესტუმრნენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ვახტანგ გომელაური , შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ესტუმრნენ . მინისტრები გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ. ინფიცირების რაოდენობის და მოქალაქეთა ტესტირებების ზრდასთან ერთად 112-ის დატვირთვა გაიზარდა. მიმართვიანობის გაზრდის პარალელურად და ზარებზე მოლოდინის დროის შესამცირებლად 112-მა ოპერატორების რაოდენობა გაზარდა, სარეზერვო ცვლები სრულ სამუშაო გრაფიკზე გადაიყვანა და ოპერატორის პოზიციაზე ახალი კადრები დაამატა.112-ში, 24 საათის განმავლობაში 300 ოპერატორი მუშაობს, რომელსაც უახლოეს დღეებში კიდე 140-150 ოპერატორი დაემატება. "დღეს დავიწყეთ კიდევ ერთი დამატებითი ღონისძიება, რომელიც არ დაიწყება მხოლოდ "112"-ის მონახულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ასევე კომუნიკაციას სასტუმროებთან. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები საავადმყოფოების წარმომადგენლებთან და კლინიკის ხელმძღვანელებთან . ეს შეხვედრები გაგრძელდება, რათა ხარვეზები დაუყონებლივ იქნას აღმოფხვრილი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 112 აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს. „დღევანდელი თემა შეეხებოდა 112 ის პრობლემების გაცნობას. იცით, რომ მოლოდინის რეჟიმი გაიზარდა. სწრაფი ტესტების რაოდენობაც გაიზარდა, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს 112-ში და მოლოდინის რეჟიმი ასულია ხუთ, ექვს, შვიდ წუთზე. არის შემთხვევები, როცა მოლოდინის დრო მეტია, როდესაც ოჯახის ექიმთან უნდათ დაკავშირება. გვინდა, რომ უფრო გავამარტივოთ თემა. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა როგორც სასაწრაფო სამედიცინო მიმართულებით, ასევე ოჯახის ექიმის მიმართულებით. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი ოპერატორი. მათი რაოდენობა, ჩვეულ რეჟიმთან შედარებით, დაახლოებით, გასამმაგებულია დღეს. 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში და 140-150 ოპერატორს დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში. ზარები შემცირდება და მეტი მომსახურება ექნებათ მოქალაქეებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)