03:00 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 11:29:00, 594 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - დადგენილი შეზღუდვები არ უშლის ხელს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას, წესები აღსრულებული უნდა იყოს

წესები, რომლებიც დადგენილია და არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულებული უნდა იყოს მაქსიმალური სიმკაცრით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსის გავრცლება ორ თვეში ვერ შეჩერდება, თუმცა შეზღუდვები გამოიწვევს აღნიშნული პროცესის დაჩქარებას.

„შეუძლებელია ორ თვეში ვირუსის გავრცელების შეჩერება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება. დავიცვათ შეზღუდვები, რომ დავიცვათ ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ შეზღუდავს არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს კანონი და ეპიდემიოლოგები გვიყენებენ, არ არის რთული შესასრულებელი. შეგვიძლია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლება და დავიცვათ ელემენტარული წესებიც. არ არის რთული პირბადის ტარება. მინდა, შსს-ს წარმომადგენლებს ვთხოვო, ის წესები, რომლებიც დადგენილია და არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით“, – განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics