|
2020-12-02 12:34:53, 646 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ საარჩევნო სუბიექტებს კანონით დადგენილ ვადაში საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნისკენ მოუწოდა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საარჩევნო სუბიექტებს, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნისკენ მოუწოდა. თბილისის მერის თქმით, 15 დღის ვადაში სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიქტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან. კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დარღვევების შემთხვევაში, კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მიმართ კანონით დადგენილი რეაგირება დაავალა. „როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სააგიტაციო მასალები ჩამოიხსნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ეს მასალები კედლებზე, ღობეებზე, რადგან ვიზუალურად პრობლემას ქმნის ქალაქისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და იმოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარის ოდენობით. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, ყურადღებით იყოს. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არავის არ აქვს სურვილი ვინმეს დაჯარიმების“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)