|
2020-12-01 10:18:40, 503 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას
ნატო-ს მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ნახტო-ს ალიანსთან დაახლოების საუკეთესო გზაა რეფორმების განხორციელება. „ნატოს 2030 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანაა ნატოს პოლიტიკური ალიანსის გაძლიერება. იგი მოიცავს პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის განმტკიცებას. საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს პარტნიორობა კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც, რადგან საქართველო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნატოს მისიებსა და ოპერაციებში. ეს განსაკუთრებით აისახა ავღანეთის მისიაში, რომელშიც წლების განმავლობაში ქართველი სამხედროების დიდი ნაწილი მონაწილეობდა. ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან შავიზღვისპირეთში. ალიანსი პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს. ასევე გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსათვის და ახლა ერთად ვაკეთებთ უფრო მეტს საზღვაო სფეროში. მათ შორის, ჩვენ ვწრვთნით სანაპირო დაცვას, ვუზიარებთ საჰაერო გადაადგილების მონაცემებს და ერთად ვპასუხობთ ჰიბრიდულ გამოწვევებზე. ასევე ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს შავ ზღვაში. მე არ დავიწყებ სპეკულაციებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების თარიღის შესახებ, მაგრამ ვიტყვი, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. მე ვთვლი, რომ ალიანსთან დაახლოების საუკეთესო გზაა რეფორმების განხორციელება, მისი უსაფრთხოების და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია. ნატოს მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას. ნატო უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში. ვგულისხმობ ნატოს ტრეინინგცენტრს თბილისის მახლობლად ”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)