03:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-26 17:02:22, 451 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვრის ბოლოს ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ ნაკლები იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შესრულების შემთხვევაში, იანვრის ბოლოსკენ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლი სავარაუდოდ ორჯერ ნაკლები იქნება.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეზრუდვების შედეგი დაახლოებით მომავალი ათი დღის ან ორი კვირის განმავლობაში უნდა გამოჩნდეს

„ამ შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, რომ ჩვენ შევაჩეროთ ინფექციის ასეთი სწრაფი ზრდა ანუ პირველი და მთავარი სამიზნე არის სწრაფი ზრდის შეჩერება. ამის შედეგი უნდა გამოჩნდეს დაახლოებით მომავალი ათი დღის, ორი კვირის განმავლობაში. შეზღუდვების დაწესება ერთია და მისი აღსრულება - მეორე. თუ ჩვენ ერთად, სახელწიფო, ექიმები, საზოგადოება ისევ ისე მოვიქცევით, როგორც გაზაფხულზე ვიყავით ერთიანი და იყო ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში, მივაღწევთ შედეგს. დღეს გაცილებით კარგად ვიცით რა ვერაგია ეს დაავადება და რა გართულებებს იწვევს. სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფო, საზოგადოება და სამედიცინო პერსონალს შორის.

ქვეყანაში სიტუაცია ძალიან რთულია. უნდა გავითავისოთ ყველამ და ეს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. დიდი იმედია იმის, რომ ამ შემთხვევაში არ გვექნება სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ ამ სწრაფ ზრდას, მერე დაიწყება უკუსვლა და სადღაც იანვრის ბოლოსკენ ჩვენ დიდი ალბათობით უნდა ჩამოვიდეთ სხვა მაჩვენებლებზე, რომელიც იქნება ორჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლები, ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არის. აი ეს არის დღეს ყველა ამ შემზღუდავი ღონისძიების მიზანი. მესმის, რომ ეს რთულია მოსახლეობისთვის, აღსაქმელად რთულია, არის ბევრი კრიტიკა, მაგრამ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის უპირველესი უფლება. ჩვენი კრიტიკული ზღვარი სიკვდილიანობის გადის 29-ზე, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი. სამწუხაროდ ამ ზღვარს გადავედით და საჭიროა შემზღუდავი ღონისძიებები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics