10:29 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-22 14:28:40, 461 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - აუცილებელია საქართველოს ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც ყველა გამოწვევას გაუმკლავდება

"აუცილებელია საქართველოს ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც ყველა გამოწვევას გაუმკლავდება", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, ის ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობის გამყარებისთვის ბევრს მუშაობს და გამოსავალს ყოველთვის ხედავს.

"მე ყოველთვის ვხედავ გამოსავალს. გასულ პარასკევს, მე მქონდა შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები ნაყოფიერი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ამის შედეგად შესაძლოა ვიპოვოთ გზა საქართველოს პარლამენტის სასარგებლოდ. პარლამენტის, რომელიც იქნება მზად, იმ გამოწვევებისთვის, რაც დღეს საქართველოს წინაშე დგას და ამავდროულად  ის გააუმჯობესებს ქვეყნის წინსვლას ევროპისკენ.

მე, საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების გამყარებისთვის ვიბრძვი, იმედი მაქვს მივალთ მომენტამდე, როდესაც ამ დისკუსიებში წარმატებას მივაღწევთ.

აუცილებელია, რომ საქართველომ შეძლოს, რომ ჰყავდეს, სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც მზად იქნება გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს უნდა იყოს მიზანი და ჩვენ ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ამას სჭირდება ლიდერობის უნარი, რომელიც ყველა მხარემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics