01:15 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 17:19:03, 559 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ივანიშვილის საარჩევნო კაბინის დეზინფექციით გვაჩვენეს, რომ სხვების ჯანმრთელობას მათთვის ფასი არ აქვს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ყუთისთვის დეზინფექციის ჩატარება არის გამოვლინება სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების მოსახლეობის მიმართ.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ იმ სისტემისთვის, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, ჩვეულებრივი მოქალაქეების, ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ინტერესებს ფასი არ აქვს.

„ის პროცესი რაც დღეს ხდება, საბჭოთა ტრადიციებში ერთი პარტიის მიერ რაღაცა მასკარადის ჩატარება, რაც შეესაბამება კიდეც ივანიშვილის კლოუნებს, ეს არის ცალკე თემა, მაგრამ ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ კიდევ ერთი სამარცხვინო, მახინჯი გამოვლინება იმ კატასტროფული გზის, რა გზაზეც ჩვენი ქვეყანა დააყენა ივანიშვილმა, ამ სამარცხვინო ოლიგარქმა.

ჩვენ ვნახეთ, როცა ის მივიდა ამ ვითომ არჩევნების პროცესზე ხმის მისაცემად, როგორ გაწმინდეს და დეზინფექცია გაუკეთეს საარჩევნო ყუთს მისთვის. ეს არის გამოვლინება ყველაზე უფრო სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისათვის, უპატივცემულო ყველა მოქალაქის მიმართ, ამ  დამოკიდებულების, რომ ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც კანონზე მაღლა დგას და რომლის ჯანმრთელობასაც აყენებენ უფრო წინ, ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის ჯანმრთელობას, უფლებებსა და ინტერესს. ეს ყველაფერი ხდება საჯაროდ უტიფრად, არც დაუმალავათ ისე გვაჩვენეს, როდესაც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სხვების სიცოხლეს, ჯანმრთელობას, უფლებებს, ინტერესებს ფასი იმ სისტემისთვის რაც ივანიშვილმა შექმნა, არ აქვს.

ეს ჩვენთვის, ყველასთვის არის შეხსენება, როგორ სახიფათო ზღვარზე არის მისული ვითარება ივანიშვილის გამო და როგორი ეროვნული,  ჩვენი ღირსების, უფლებების, მომავლის ინტერესია, რომ ეს კაცი ძალაუფლებას ჩამოვაცილოთ და არასოდეს არ დავუშვათ, რომ ვინმე ესე ექცეოდეს ჩვენ საზოგადოებას.“ - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics