01:17 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 09:11:28, 681 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - რაც უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება

მეორე ტურში არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევო პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარიამ ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ განსხვავების მიუხედავად, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა ისწავლოს ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა.

„მეორე ტურში, რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი, რაც შეიძლებ ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართულმა ამომრჩეველმა პიველ ტურში და მეორე ტურში პანდემიის დროს, გარდა იმისა, რომ გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგელობა, ყველა ამ პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ორმატებში პარლამენტში, რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა. ეს არის, როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა და დავალება, გარდა ამისა, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics