|
2020-11-21 08:23:03, 601 ნახვა
პოლიტიკა
დღეს ოპოზიციური პარტიები საერთო ფორმატში აქციას არ გამართავენ
დღეს ოპოზიციური პარტიები ერთობლივ საპროტესტო აქციას არ გამართავენ. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ მიიღეს და არჩევნების მეორე ტურს სრული იგნორირებით შეხვდებიან. ,,საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველანაირი აქცია შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურად რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ აქცია გამართოს. ამის შესახებ ჩვენ ინფორმირებული არ ვართ. ამ გადაწყვეტილებას ყველა პარტია თვითონ მიიღებს. არანაირი ინდივიდუალური გეგმა არ არსებობს. შესაძლოა, რეგიონებში ვიღაცამ გადაწყვიტოს , რომ რაღაც ფორმით გააპროტესტოს, მაგრამ მასშტაბური აქციები, როგორიც რამდენიმე დღის წინ იყო თბილისში, ყველაფერი გავაუქმეთ. ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც არ უნდა დაგეგმო მაინც გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურებს, პოლიტიკურ დატვირთავს ვაძლევთ. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ის, რაც ხვალ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს არის სრული ფარსი. არ მივცემთ ზედმეტ დატვირთვას მეორე ტურებს და შესაბამისად, გავაუქმეთ ყველა ის აქცია, რომელზეც ადრე ვმსჯელობდით“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)