00:23 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 18:24:34, 616 ნახვა

პოლიტიკა
საპატრიარქო ილია მეორისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

„18 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შორის. მიღებას მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

ეს ვიზიტი დადასტურებაა იმ კეთილგანწყობისა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ეკლესიასა და აშშ-ს შორის.

ითქვა, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ და რომ ეს დღესაც ასეა. ამდენად, რელიგიის თავისუფლების იდეა ჩვენთვის უცხო არ არის.

აღინიშნა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის აშშ-ში შარშანდელი სტუმრობის და სემუელ ბრაუნბეკთან შეხვედრის შესახებაც და ყურადღება გამახვილდა უშუალო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ასევე, შეეხნენ ამერიკის კონგრესის მიერ ერთი წლის წინ მიღებულ ორპარტიულ დოკუმენტს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მადლობა გადაუხადა სტუმარს აშშ-ს თანადგომისთვის და რთულ პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის განხორციელებისთვის. ამასთან, გამოთქვა იმედი, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics