10:07 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 11:34:01, 516 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - მთელ მსოფლიოს ვუგზავნით გზავნილს, რომ შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ

მთელ მსოფლიოს, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვუგზავნით გზავნილს, რომ შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია დღევანდელი მდუმარე აქციით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს თავისუფლების მხარდაჭერისთვის მადლობას გადაუხდის.

„2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ადამიანები, ვინც თვლიან, რომ არჩევნები არის გაყალბებული და რომ საქართველო იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, გამოვლენ, დადგებიან აქ სიმბოლურ სტიკერზე და გააპროტესტებენ. მთელ მსოფლიოს, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ვუგზავნით გზავნილს. რამდენიმე გზავნილია. ერთი არის, რომ შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ და მეორე - მადლობა ჩვენი თავისუფლების მხარდაჭერისთვის. აი ეს ორი გზავნილია ძირითადი, რასაც დღეს აქცია მოიცავს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics