|
2020-11-14 17:42:31, 640 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს არ განიხილავს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მხარდაჭერას მეორეხარისხოვნად ვერავინ მიიჩნევს. „ „ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ, თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას - ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში. შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება 2-მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომლებსაც უნდა მივმართო, რომ არავინ აპირებს, რომ პოლიტიკურ დიალოგი, თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს“, - განაცხადა კალაძემ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)