|
2020-11-14 17:22:56, 673 ნახვა
პოლიტიკა
მალხაზ მაჩალიკაშვილი - მადლობა, რომ არაადამიანებთან ბრძოლის მიუხედავად მომეცით ძალა, დღემდე მოვსულიყავი
ჩვენ ბოლომდე მივიტანთ ამ ბრძოლას სამართლიანად და დარწმუნებულები იყავით, წელში გადავტეხავთ ივანიშვილს, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ოპოზიციას, მათ ლიდერებსა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის. „მიხარია დღეს რომ აქ ვხედავ ყველა იმ ღირსეულ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სიხლიანმა სისტემამ ვერ გატეხა, ვერ დაამონა, ჩვენ ბოლომდე მივიტანთ ამ ბრძოლას სამართლიანად, მაგრამ ჩვენ ივანიშვილს წელში გადავტეხავთ, ამაში იყავით დარწმუნებულები. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, მათ ლიდერებს და მადლობა გითხრათ თქვენ, საქართველოში, საქართველოს გარეთ მყოფ ემიგრანტებს, რომ მომეცით იმის ძალა თქვენი ღირსებით და კაცობით გამეძლო ამ ყველაფრისთვის, მოვსულიყავი დღემდე აქ, ყველა იმ წნეხის, ყველა იმ გაუსაძლისი სისხლიანი ჯალათების, სისხლიანი არადაამიანების ბრძოლის მიუხედავად, ეს თქვენი ბრძოლაა, ეს არ არის ჩემი ბრძოლა. თქვენ მომეცით ძალა, რომ დღეს თქვეს წინაშე ვიდგე და მოგიწოდოთ ეს ყველაფერი. მე დღეს ამ სისხლიანი რეჟიმის ასე ვთქვათ მიუხედავად, ვარ ყოველთვის როგორც ვიყავი, დღეს უფრო ბრძოლის ჟინზე, ხასიათზე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)