|
2020-11-14 12:57:37, 553 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: შევთანხმდით, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ - კარი დიალოგისთვის კვლავ ღიაა
„დიალოგი არ დასრულებულა, კარი დიალოგისთვის და შეთანხმებისთვის კვლავ ღიაა, ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ არ აქვთ მოლოდინი, რომ დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის ამოიწურება. „ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება, ჩვენ მზად ვართ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში. ახლა ჩვენი საზოგადოების ინტერესებში არის პოლიტიკური სტაბილურობა. დიალოგი არ დასრულებულა, კარი დიალოგისთვის და შეთანხმებისთვის კვლავ ღიაა, ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)