22:07 - 21 May, 2026
|
2020-11-14 09:03:50, 533 ნახვა
პოლიტიკა
დღეს ოპოზიციის აქცია - დაიცავი შენი ხმა გაიმართება
რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია დღეს საპროტესტო აქციას "დაიცავი შენი ხმა" გამართავს. აქციაზე ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოცხადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს. აქციის მონაწილეებს, სამი ძირითადი მოთხოვნა ექნებათ, ესენია - ხელახალი არჩევნების ჩატარება, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტმატიმრების გათავისუფლება. "მთლიანი ოპოზიციური სპექტრი რჩება ბოიკოტის რეჟიმში, რადგან ეს არის არჩევნები, რომელიც ჩაატარა ივანიშვილმა, ამაზე აუცილებელია უმკაცრესი რეაგირება, რაც იქნება გარეთ, ქუჩაში და აქციის საშუალებით." - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 15:00 საათზე დაიწყება. აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)