21:19 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 13:40:16, 815 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - პარლამენტში არშესვლით გვიწევს ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესია

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გვიწევს პარლამენტში არშესვლით  ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  მთლიანი ოპოზიცია გააგრძელებს საპროტესტო აქციებს, მათ შორის 21 ნოემბერს, როდესაც ფიქტიური მეორე ტურები გაიმართება.

„არანაირ უპირატესობას იმისა, რომ რაღაც საბოლოო თარიღები ვუთხრათ ივანიშვილის რეჟიმს, მათ შორის ამ ფსიქოლოგიურ დაპირისპირებაში, არ მივანიჭებ. უახლოესი გეგმა არის ის, რომ შაბათს გაიმართება აქცია, შემდეგ გვაქვს ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების იდეა. იცით, რომ მოდის რამდენიმე თარიღი, მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო თარიღია 21 ნოემბერი, როცა უნდა გაიმართოს ფიქტიური მეორე ტური.

პირველ რიგში, „ევროპული საქართველოს“ და პოლიტიკური სპექტრის პრინციპული პოზიციაა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვიწევს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესი არის და ქვეყნისთვის საზიანო.

ამიტომ, ეს ფიქტიური მეორე ტური, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მხრიდან გაპროტესტდება. ამის შემდეგ სამოქალაქო პროცესი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. ეს ვითარება ვერ იქნება შენარჩუნებული, როგორც ნორმალური, ვიდრე არ გაუქმდება არჩევნების ეს შედეგები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics