|
2020-11-09 19:38:24, 573 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ სწორი ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ ქუჩის პროტესტით შეგვიძლია ვაიძულოთ
„ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა, რომ მხოლოდ ქუჩიდან, ხალხის პროტესტის ფონზე შეიძლება ვაიძულოთ სწორი ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების ბრძოლა არ არის ერთჯერადი და მშვიდობიანად გაგრძელდება. „ყველა ვინც დღეს რუსთაველზე დგას არის ღირსეული ადამიანი, რომელიც საკუთარი მაგალითით უჩვენებს მთელ საქართველოს, რომ არასდროს არ უნდა შევეგუოთ იმ უსამართლობას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაში ხდება. დღეს ხომ ჩვენ ძალიან მარტივ რაღაცას ვითხოვთ? ვითხოვთ გაყალბებული არჩევნების გაუქმებას. სახელმწიფო შეიძლება აშენდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონზე, სამართალზე, კონსტიტუციაზე, დემოკრატიაზე და მათი მტავარი პრინციპი არის არჩევნები, არაჩევნები და კიდევ ერთხელ არჩევნები. ეს არჩევანი მოგვპარეს ჩვენ. ვხედავთ მათ ცინიკურ დამოკიდებულებას როცა გამოდიან ტელევიზიებით, მაგრამ ჩვენსა და მათ შორის ხომ განსხვავებაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათაც პატივს ვცემთ, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, მაგრამ ვამბობთ, რომ ისინი დღეს არ არიან უმრავლესობაში. უმრავლესობა კი ითხოვს სწორ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენი ბრძოლა არ არის ერთჯერადი, ერთდღიანი და ამაზე მინდა კიდევ ერთხელ განგიმარტოთ ყველას. დიახ, ეს არის განგრძობადი, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტი. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა, რომ მხოლოდ ქუჩიდან შეიძლება ვაიძულოთ კონკრეტული სწორი ნაბიჯების გადადგმა. მხოლოდ ხალხის პროტესტის ფონზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რადგან მათ მოშალეს პარლამენტი, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება როგორც ინსტიტუცია. თითოეული მათგანი არის მხოლოდ დავალების შემსრულებელი. ეს აღარ გვინდა ჩვენ. ჩვენ გვინდა ხალხზე ორიენტირებული მმართველობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)