|
2020-11-08 22:50:35, 676 ნახვა
პოლიტიკა
შსს ცესკო-სთან შეკრებილებს მართლწესრიგის დაცვისა და კანონიერი მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდებს
შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აქციის წევრებმა სცადეს ძალადობრივი მეთოდების გამოყენა, რის შემდეგაც შსს-მ იმოქმედა კანონის ფარგლებში და გამოიყენა პროპორციული ძალა. ამასთანავე, სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას. "აქციის მონაწილეებმა სცადეს ძალადობრივად შეჭრილიყვნენ ცესკო-ს ტერიტორიაზე, აღნიშნულის საშუალება არ მისცა პოლიციამ, მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეებმა გააგრძელეს ძალადობრივი მეთოდების გამოყენება და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც შსს-მ იმოქმედა კანონის შესაბამისად და გამოიყენა პროპორციული ძალა. შსს, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს, წევრებსა და მონაწილე პირებს, დაიცვან მართლწესრიგი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ასევე, აქციის დროს ნებისმიერ სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება", - აცხადებენ შსს-ში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)