|
2020-11-08 16:07:01, 699 ნახვა
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი - აუ, რამდენი ვართ!
ახლა იმ ფრაზას ვიტყვი, რომელსაც ფეისბუკში ხშირად ტროლები მიწერენ, აუ რამდენი ვართ!, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მომავალი, ხალხის ხმა, რუსმა ბელადმა, ბიძინა ივანიშვილმა წაიღო. „როგორ იქნება მომავალი ჩვენი, როდესაც იმ მომავალს ბიუჯეტის მჭამელები მომავალს ართმევენ, რადგან შვილს განათლება რომ მისცე, სახსრები გჭირდება, სახსრები რომ გქონდეს, შენი ქვეყანა ძლიერი უნდა იყოს ეკონომიკით, ძლიერი რომ იყოს, ქვეყანაში კორუფცია არ უნდა ბუდობდეს, კორუფცია რომ არ იყოს კანონი და სამართალი უნდა იყოს ქვეყანაში, სახელმწიფო წაგვართვა, რადგან სამართლებრივ ენაზე რომ ვთქვათ, ხალხის ხმა, ანუ ხალხი - აი ეს სახლემწიფო, ხალხის ხმა რუსმა ბელადმა წაიღო, ჩვენ აქ თითეული თქვენთაგანი ხმის დასაცავად, ანუ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად ვართ. განა რითი გადარჩა 3 მილიონი ქართველი, როგორ მოვაღწიეთ აქამდე, ჩვენ საწყლები, ცოტანი, ნიჭიერნი, ახოვანნი, ტანადნი, ბრძოლით გადავრჩით და იმით, რომ ღირსებააყრილები არ ვიყავით და რომ არ ვართ, ახლა იმ ფრაზას ვიტყვი, რომელსაც ხშირად ტროლები ფეისბუქში მიწერენ ხოლმე, აუ რამდენი ვართ, ბევრნი ვართ, ბევრნი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)