|
2020-11-08 16:00:19, 686 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის, ქართველი ხალხი ხართ რიცხვები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს
„ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის, ქართველი ხალხი ხართ რიცხვები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ის რაც "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა, არის ქვეყნის მომავლის დანგრევა. „ქართულ პოლიტიკაში, სადაც დღემდე პოლიტიკოსები იბრძნოდნენ და იბრძვიან საკუთარი სკამებისთვის, შემოსავლებისთვის, მე ვარ ამაყი, რომ ამ სცენაზე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უარი თქვა პრივილეგიებზე, უარი თქვა ამ შენობაში შესვლაზე, იმიტომ რომ არ შეიძლება უსამართლოდ დაიწყო შენი ცხოვრება, არ შეიძლება დადგე შენი ქვეყნის დანგრევის მხარეს. ის რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ არის ამ ქვეყნის მომავლის დანგრევა. ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის, თქვენ ხართ რიცხვები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, ერთი უდრის სამს, ოთხი უდრის ცხრას, ეს ხართ თქვენ „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ ერთი არ უდრის სამს, ოთხი არ უდრის ცხრას და ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს და „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)