|
2020-11-08 15:41:22, 748 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ჩვენ გადავდეთ ყველანაირი ეგოიზმი და შევიკარით ერთ მუშტად, რათა დავამარცხოთ ურჩხული
ჩვენ აქ არ ვდგავართ მანდატებისთვის, ჩვენი მიზანია თავისუფალი არჩევნები, რომლებიც აიღეს და წაგვართვეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია შეკრულია ერთ მუშტად, რათა დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი. „ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, აქ ვდგევართ თავისუფალი არჩევანისთვის, არჩევნებისთვის რომელიც გადაწყვიტეს, რომ აიღონ და წაგვართვან. ჩვენ ყველა ვეუბნებით არას, ვერ წაგვართმევთ, საქართველოს მართავს თავისუფალი მოქალაქე და არავინ სხვა. რისი იმედი აქვს დღეს ივანიშვილს, მას აქვს შუღლის, ჩვენი დაპირისპირების, უმოქმედობის და რეპრესიების იმედი, გუშინ კიდევ ორი პოლიტპატიმარი დაამატეს, ჩვენ შეგვიძლია მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება, როდესაც ეს ადამიანები არიან ივანიშვილის მძევლები? ჩვენ ვაპირებთ ერთიანად, პრინციპულად, შეუპოვრად, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას. დღეს ბიძინა ივანიშვილი გვატყუებს, რომ თითქოს გვაქვს არჩევანი უსაფრთხოებას და თავისუფლებას, თითქოს ჩვენ თავისუფლება ჯანდაცვის ხარჯზე გადის. არც არსებობს არც უსაფრთხოება, არც ჯანდაცვა, არც განათლება და არანაირი პერსპექტივა თავისუფლება და სწორედ ამიტომ, ჩვენ მთელი საქართველო შევიკრიბეთ დღეს აქ და აუცილებლად გამოგვლიჯავთ ამ სპეკულაციის საშუალებას არ მივცემთ და დავიბრუნებთ არჩევნებს. ჩვენ პოლიტიკურ ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს თქვენი, თავისუფალი მოქალაქეების წინაშე და მიმიღია და მივიღებ პრეტენზიებს, მაგრამ დღეს არ შემიძლია არ ვიამაყო ამ ერთობით, გადამწყვეტ მომენტში, ყველაფერი გადავდეთ, ყველანაირი ეგოიზმი, ყველანაირი ჩხუბი და ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრული მრავალპარტიული გუნდი წარმოგიდგენთ გეგმას, როგორ დავამარცხებთ ურჩხულს და დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას“, - განაცხადა ელენე ხოშტერიამ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)